Thursday 13 May 2010

საქართველოში მობინადრე გარეული ცხოველები

გარეული ცხოველები
1. პროექტის სახელი: საქართველოში მობინადრე გარეული ცხოველები.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოპოვება გარეული ცხოველების შესახებ. სურათების გადაღება და საიტზე განთავსება.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაადგენენ რომელი გარეული ცხოველები ბინადრობენ საქართველოში, როგორია მათი საცხოვრებელი გარემო, რამდენ წელს ცოცხლობენ, რით იკვებებიან, გამოყონ ბალახისმჭამელი და ხორცისმჭამელი ცხოველები, რა ჰქვია მათ ნაშიერს, რომელი ცხოველია სასიამოვნო სანახავი, რომელი ცხოველის ხორცს იყენებს ადამიანი საკვებად, იყენებენ თუ არა რომელიმე მათგანს მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში, რომელ ცხოველს აქვს ძვირფასი ბეწვი და რისთვის გამოიყენება იგი. გაეცნონ საქართველოს ნაკრძალებს, გაარკვიონ რომელი ცხოველია შეტანილი წითელ წიგნში. მოაწყონ ექსკურსია თბილისის ზოოპარკში, წაიკითხონ ცხოველებზე ზღაპრები, ლექსები, გამოცანები.
4. მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი
5. ვადა-ხანგრძლივობა: ზაფხულის არდადეგები 3 თვე 2010 წელი (ივნისი-აგვისტო).
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მიღება, სურათების გადაღება და პრეზენტაცია, ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება, ერთმანეთთან თანამშრომლობა.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ბუნებაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამართავენ დისკუსიას, ეუფლებიან სურათების ინტერნეტში განთავსებას.
8. სარგებელი სხვებისთვის: ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც არ არის პროექტში ჩართული, ვინც დაინტერესებულია მოიპოვოს ინფორმაცია ამა თუ იმ გარეული ცხოველის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ფასილიტატორი: ლ. გორდეზიანი 157-ე სკოლის პედაგოგი.
12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
13. პროექტის ფორუმი:

Sunday 2 May 2010

ინოლა გორდეზიანი

საგანმანათლებლო პროექტი